არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დაეხმარეთ ოჯახის წევრებს, ახსოვდეთ იეჰოვა

დაეხმარეთ ოჯახის წევრებს, ახსოვდეთ იეჰოვა

იერემიას დაევალა, გაეფრთხილებინა იუდეველები კარს მომდგარი განადგურების შესახებ, რადგან მათ დაივიწყეს თავიანთი ღმერთი იეჰოვა (იერ. 13:25). რამ მიიყვანა ერი ამ სავალალო მდგომარეობამდე? ისრაელში ოჯახები სულიერად დასუსტდნენ. აშკარაა, რომ ოჯახისთავები არ მიჰყვებოდნენ იეჰოვას მითითებას, რომელიც ჩაწერილია კანონის 6:5—7-ში.

დღესაც სულიერად ძლიერი ოჯახები კრებაში სტაბილურობას უწყობენ ხელს. ოჯახისთავები, რომლებიც რეგულარულად ატარებენ შინაარსიან ოჯახურ თაყვანისცემას, ეხმარებიან ოჯახის წევრებს, ახსოვდეთ იეჰოვა (ფსალმ. 22:27). უყურეთ ვიდეორგოლს «„გულში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები“ — ინტერვიუები» და უპასუხეთ კითხვებს:

  • როგორ დაძლია ზოგმა ოჯახმა ის სირთულეები, რომლებიც ხშირად ოჯახურ თაყვანისცემას უკავშირდება?

  • რა კურთხევები მოჰყვება ოჯახური თაყვანისცემის რეგულარულად და შინაარსიანად ჩატარებას?

  • რა სირთულეებს ვხვდები ოჯახურ თაყვანისცემასთან დაკავშირებით და როგორ ვაპირებ მათ გადაჭრას?