არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იერემია 12—16

ისრაელმა დაივიწყა იეჰოვა

ისრაელმა დაივიწყა იეჰოვა

იერემიამ ურთულესი დავალება მიიღო, რომელიც დაანახვებდა ხალხს, რომ იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლო მოეღო იუდასა და იერუსალიმის სიჯიუტისა და სიამაყისთვის.

იერემიამ სელის სარტყელი იყიდა

13:1, 2

  • წელზე შემორტყმული სარტყელი ასიმბოლოებდა ახლო ურთიერთობას, რომელიც შეიძლებოდა იეჰოვასა და ისრაელ ერს შორის ყოფილიყო.

იერემიამ სარტყელი მდინარე ევფრატთან წაიღო

13:3—5

  • მან ის კლდის ნაპრალში დამალა და იერუსალიმში დაბრუნდა.

იერემია დაბრუნდა მდინარე ევფრატთან სარტყლის წამოსაღებად

13:6, 7

  • სარტყელი დამპალიყო.

იეჰოვამ ამ დავალების მიზანი იერემიას მისი შესრულების შემდეგ აუხსნა

13:8—11

  • იერემია ერთი შეხედვით წვრილმან საკითხში დაემორჩილა იეჰოვას. ამგვარად, მან წვლილი შეიტანა იმაში, რომ იეჰოვას გამოესწორებინა თავისი ხალხის გულის მდგომარეობა.