არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — ვასწავლოთ შემსწავლელებს, წინასწარ მოემზადონ

დავიხვეწოთ ქადაგებაში — ვასწავლოთ შემსწავლელებს, წინასწარ მოემზადონ

რატომ არის მნიშვნელოვანი: თუ ბიბლიის შემსწავლელები წინასწარ მოემზადებიან, უკეთ ჩასწვდებიან ნასწავლს და ადვილად დაიმახსოვრებენ. შედეგად, ისინი უფრო სწრაფად წაიწევენ წინ სულიერად. ნათლობის შემდეგაც ისინი უნდა მოემზადონ კრების შეხვედრებისა და მსახურებისთვის, რათა სიფხიზლე არ დაკარგონ (მათ. 25:13). ასე რომ, თუ შესწავლის კარგ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ეს მთელი ცხოვრება გამოადგებათ. შესწავლის დაწყებისთანავე უნდა დავეხმაროთ მათ, რომ შესწავლისთვის მომზადება ჩვევად გაიხადონ.

როგორ მოვიქცეთ:

  • თავად მიეცი კარგი მაგალითი (რომ. 2:21). ყოველთვის მოემზადე შესწავლისთვის და მომზადების დროს იფიქრე შემსწავლელზე (km 11/15 3). აჩვენე, როგორ გაქვს დამუშავებული შესასწავლი პუბლიკაცია.

  • წაახალისე შემსწავლელი, წინასწარ მოემზადოს. როცა შესწავლა რეგულარულ სახეს მიიღებს, აუხსენი მას, რომ წინასწარ მომზადება ბიბლიის შესწავლის განუყოფელი ნაწილია და მოიხსენიე, რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამას. მიეცი რჩევები, თუ როგორ გამონახოს დრო მოსამზადებლად. ზოგი მაუწყებელი შესწავლის დროს თავის დამუშავებულ სახელმძღვანელოს აძლევს შემსწავლელს, რათა დაანახვოს, რატომ არის კარგი წინასწარ მომზადება. შეაქე შემსწავლელი, როცა დაინახავ, რომ მომზადებულია.

  • აჩვენე, როგორ მოემზადოს შესწავლისთვის. ზოგი მაუწყებელი შესწავლის ადრეულ ეტაპზე ერთ გაკვეთილს იმას უთმობს, რომ დაინტერესებულს აუხსნას, როგორ მოემზადოს წინასწარ.