არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 25

„იფხიზლეთ“

„იფხიზლეთ“

25:1—12

მიუხედავად იმისა, რომ იესომ იგავი ათ ქალწულზე ცხებული მიმდევრების საყურადღებოდ მოიყვანა, ამ იგავის მორალი ყველა ქრისტიანს ეხება (w15 3/15 12—16). „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 25:13). იცი ამ იგავის მნიშვნელობა?

  • ნეფე (მუხლი 1— იესო.

  • გონიერი ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ (მუხლი 2— ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მომზადებული არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად და ქვეყნიერების აღსასრულამდე ანათებენ, როგორც მნათობები (ფილ. 2:15).

  • შეძახილი: „ნეფე მოდის!“ (მუხლი 6— იესოს მოსვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

  • უგუნური ქალწულები (მუხლი 8— ნეფის შესაგებებლად გამოსული ცხებული ქრისტიანები, რომლებიც სიფხიზლეს კარგავენ და ორგულები ხდებიან.

  • გონიერი ქალწულები სხვებს არ უწილადებენ ზეთს (მუხლი 9— საბოლოო ბეჭდის დასმის შემდეგ ერთგული ცხებულები ვეღარ დაეხმარებიან მათ, ვინც ორგული გახდა.

  • „მოვიდა ნეფე“ (მუხლი 10— დიდი გასაჭირის მიწურულს იესო გასასამართლებლად მოდის.

  • გონიერი ქალწულები ნეფესთან ერთად შედიან საქორწილო წვეულებაზე და კარი იკეტება (მუხლი 10— იესო თავს უყრის ერთგულ ცხებულებს ზეცაში, ორგულები კი ვერ იღებენ ზეციურ ჯილდოს.