იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
დავიხვეწოთ ქადაგებაში — წერილების წერა
რატომ არის მნიშვნელოვანი: თანაქრისტიანების გასამხნევებლად პავლე მოციქულმა 14 წერილი დაწერა; ერთ-ერთია პირველი წერილი კორინთელების მიმართ. წერილის წერისას ადამიანს მეტი დრო აქვს სიტყვების შესარჩევად. გარდა ამისა, ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არაერთხელ წაიკითხოს დაწერილი ტექსტი. წერილი კარგი საშუალებაა ნათესავებთან თუ ნაცნობებთან დასამოწმებლად, აგრეთვე მათთან, ვისთანაც ვერ ვახერხებთ პირისპირ საუბარს. მაგალითად, ზოგჯერ რთულია მათი სახლში ნახვა, ვინც ჭეშმარიტებით დაინტერესდა. ზოგი მკაცრად დაცულ საცხოვრებელში ან დასახლებაში ცხოვრობს, ზოგიც მოშორებულ ტერიტორიაზე. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სრულიად უცნობ ადამიანს ვწერთ წერილს?
როგორ მოვიქცეთ:
-
დაწერე ის, რასაც პირისპირ ეტყოდი ადამიანს. თავიდანვე გაეცანი და ნათლად აუხსენი, რატომ სწერ. შეგიძლია რაიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ კი პასუხის მისაღებად ჩვენს ვებგვერდზე მიუთითო. უთხარი, რომ ადამიანებს ბიბლიის შესწავლას სთავაზობ. მოიხსენიე შესწავლისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პუბლიკაციიდან რომელიმე თავის სათაური. შეგიძლია კონვერტში ჩადო საკონტაქტო ბარათი, მოსაწვევი ან ბუკლეტი.
-
დაწერე მოკლედ. თუ წერილი ძალიან დიდი იქნება, შეიძლება მკითხველი დაიღალოს მისი წაკითხვით (იხილე წერილის ნიმუში).
-
დარწმუნდი, რომ ტექსტში არ არის გრამატიკული ან სხვა სახის შეცდომები, ყველაფერი გარკვევით წერია და ადვილად იკითხება. წერილის წერისას იყავი ტაქტიანი, მეგობრული და ყურადღება დადებითზე გაამახვილე. კონვერტს საკმარისი რაოდენობის საფოსტო მარკა დააკარი.