იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
წერილის ნიმუში
-
კონვერტზე ყოველთვის მიუთითე უკან დასაბრუნებელი მისამართი. თუ თვლი, რომ შენი მისამართის მითითება არაგონივრული იქნება, სამეფო დარბაზის მისამართი მიუთითე, მაგრამ ჯერ უხუცესებისგან აიღე ნებართვა. არასოდეს მიუთითო ფილიალის მისამართი.
-
თუ იცი, რა ჰქვია ადრესატს, სახელით მიმართე. ამგვარად მას არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სარეკლამო განცხადება მიიღო.
-
ყურადღება მიაქციე მართლწერასა და პუნქტუაციას და გაითვალისწინე გრამატიკის წესები. წერილი სუფთა და აკურატული უნდა იყოს. თუ ხელით წერ, ისე დაწერე, რომ ადრესატს წაკითხვა არ გაუჭირდეს. წერილი არც მეტისმეტად ოფიციალური უნდა იყოს და არც ზედმეტად შინაურული.
აქ მოცემულია წერილის ნიმუში, რომელშიც გათვალისწინებულია ეს მითითებები. აუცილებელი არაა, სიტყვასიტყვით მიჰყვე ამ წერილის ნიმუშს. გაითვალისწინე ადგილობრივი კულტურა, ესა თუ ის გარემოება და შეიტანე ტექსტში შესაბამისი ცვლილებები.