იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
გამოიყენე ვიდეორგოლები ბიბლიის შესწავლის დროს
თვალსაჩინოება ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ეხმარება მას, ჩასწვდეს საკითხს და ადვილად დაიმახსოვროს ნასწავლი. ჩვენი დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, თავისი მსახურებისთვის რომ ესწავლებინა, თვალსაჩინოებებს იყენებდა (დაბ. 15:5; იერ. 18:1—6). დიდებული მასწავლებელი, იესოც ასე იქცეოდა (მათ. 18:2—6; 22:19—21). ბოლო წლებში აქტიურად ვიყენებთ ვიდეოებს, რასაც საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს. შენ თუ იყენებ ვიდეორგოლებს ბიბლიის შესწავლის დროს?
ბროშურისთვის „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ მომზადდა 10 ვიდეორგოლი. თითოეული ვიდეოს სათაური შეესაბამება ამა თუ იმ გაკვეთილში მუქი შრიფტით დაბეჭდილ ერთ-ერთ კითხვას. ვებგვერდზე ბროშურის ციფრული ვერსიის სარჩევში სათაურების ქვეშ მითითებულია, რომელი გაკვეთილის განხილვისას რომელი ვიდეორგოლ(ებ)ი უნდა ვაჩვენოთ. გარდა ამისა, გვაქვს სხვა ვიდეორგოლები და ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები, რომლებიც შესულია „სწავლებაში დამხმარე საშუალებებში“.
დაუშვათ, ბიბლიის შემსწავლელთან მისთვის რთულად გასაგებ თემას განიხილავ; ან შესაძლოა მას რაიმე სახის სირთულესთან უწევს გამკლავება. ამისათვის ვებგვერდზე jw.org® ან JW მაუწყებლობაზე® მოძებნე ისეთი ვიდეო, რომელიც მისთვის პრაქტიკული იქნება. შეგიძლიათ ერთად უყუროთ ვიდეოს და შემდეგ იმსჯელოთ მასზე.
ყოველთვიურად ახალი ვიდეოები გამოდის. დაფიქრდი, როგორ შეგიძლია ბიბლიის შესწავლის დროს მათი გამოყენება.