რას ნიშნავს ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა
ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ სამაგიეროს გადახდისგან თავი შეიკავო. „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“ (რომ. 12:20). თუ სიკეთეს გამოავლენ მის მიმართ, ვინც ცუდად მოგექცა, შეიძლება ამან დამნაშავე მონანიებისკენ აღძრას.
რა გრძნობები დაგეუფლა, როცა კეთილად მოგექცა ის, ვისაც უნებურად აწყენინე?