16—22 მარტი
დაბადება 25, 26
სიმღერა 18 და ლოცვა
შესავალი სიტყვა (1 წთ.)
ღვთის სიტყვის საუნჯე
ესავი პირმშოობას ყიდის: (10 წთ.)
დაბ. 25:27, 28 — მართალია, ესავი და იაკობი ტყუპები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ხასიათი და ინტერესები ჰქონდათ (it „იაკობი“ ¶1—4).
დაბ. 25:29, 30 — დაღლილმა და მშიერმა ესავმა ვერ გააკონტროლა საკუთარი თავი.
დაბ. 25:31—34 — ესავმა არ დააფასა პირმშოობა და ერთი ულუფის სანაცვლოდ მიჰყიდა ის იაკობს (w19.02 16 ¶11; it „პირმშო, პირველმოგებული“ ¶2).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (10 წთ.)
დაბ. 25:31—34 — როგორ გამოჩნდა ბიბლიის ამ მონაკვეთიდან, რომ მესიის ყველა წინაპარი მაინცდამაინც პირმშო არ უნდა ყოფილიყო (ებრ. 12:16; w17.12 15 ¶5—8).
დაბ. 26:7 — რატომ მოიტყუა ისაკმა? (it „ტყუილი“ ¶7).
რა გაიგეთ ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ, რომელ აზრს დაუკავშირებთ მსახურებას ან სხვა რა საინტერესო აზრს გაგვიზიარებთ?
ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) დაბ. 26:1—18 (th გაკვეთილი 5)
ქრისტიანული მსახურება
ვიდეორგოლი პირველი განმეორებითი მონახულებისთვის: (5 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი. შემდეგ ჰკითხე: როგორ უნდა მოვიქცეთ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, როცა მობინადრე კითხვაზე ვერ გვპასუხობს? როგორ იმსჯელა მაუწყებელმა მათეს 20:28-ზე?
პირველი განმეორებითი მონახულება: (4 წთ. ან ნაკლები) გამოიყენე საუბრის ნიმუში. (th გაკვეთილი 3)
პირველი განმეორებითი მონახულება: (4 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. შემდეგ შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. (th გაკვეთილი 15)
ქრისტიანული ცხოვრება
გამოიყენე ვიდეორგოლები, როცა ასწავლი ბროშურით „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“: (15 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლები „რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?“ და „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“. თითოეული ვიდეოს ყურების შემდეგ დასვი შემდეგი კითხვები: როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვიდეო, როცა ასწავლით ბროშურით „სასიხარულო ცნობა“? (mwb19.03 7). რომელ აზრებს გამოიყენებთ სწავლების დროს ვიდეოდან? შეახსენე აუდიტორიას, რომ ბროშურის „სასიხარულო ცნობა“ ციფრულ ვერსიას დართული აქვს ვიდეორგოლების ლინკები.
კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ.) jy თავი 108
დასკვნითი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)
სიმღერა 107 და ლოცვა