არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

დავიხვეწოთ ქადაგებაში — უსინათლოებთან ქადაგება

დავიხვეწოთ ქადაგებაში — უსინათლოებთან ქადაგება

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბევრი უსინათლო უცხოებთან საუბრის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ამიტომ მათთან ქადაგებისას განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გვჭირდება. იეჰოვა სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენს უსინათლოების მიმართ (ლევ. 19:14). იეჰოვას მივბაძავთ, თუ უსინათლოებს ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარებით.

რა უნდა გააკეთო:

  • მოძებნე უსინათლოები (მათ. 10:11). იცნობ ისეთ ვინმეს, ვისაც უსინათლო ოჯახის წევრი ჰყავს? არის შენს საცხოვრებელთან ახლოს უსინათლოთა სკოლა ან მათთვის განკუთვნილი სამკურნალო თუ სხვა დაწესებულება, სადაც სიამოვნებით დაიტოვებდნენ ლიტერატურას უსინათლოთათვის?

  • გამოავლინე პირადი ინტერესი. თუ უსინათლოების მიმართ გულწრფელ ინტერესს გამოავლენ და მეგობრული იქნები, ნაკლებად დაიძაბებიან შენთან ურთიერთობის დროს. შეეცადე, საუბარი აქტუალურ თემაზე წამოიწყო.

  • დაეხმარე ჭეშმარიტების გაგებაში. უსინათლოებისა თუ მხედველობადაქვეითებულებისთვის ჩვენი ორგანიზაცია გამოსცემს პუბლიკაციებს სხვადასხვა ფორმატით. ქადაგების დროს ჰკითხე მათ, რა ფორმატით ისურვებდნენ ინფორმაციის მიღებას. სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა დარწმუნდეს, რომ ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ძმა იმ ფორმატის პუბლიკაციებს გამოიწერს, რომელიც უსინათლომ მოითხოვა.