იაკობი ქორწინდება
იაკობმა წინასწარ არ იცოდა, რა განსაცდელებს შეხვდებოდა დაქორწინების შემდეგ. რახელი და ლეა ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ (დაბ. 29:32; 30:1, 8). განსაცდელების მიუხედავად იაკობი გრძნობდა, რომ იეჰოვა ყოველთვის მის გვერდით იყო (დაბ. 30:29, 30, 43). საბოლოოდ მისი შთამომავლებისგან ისრაელი ერი წარმოიშვა (რუთ. 4:11).
დღესაც ელით სირთულეები მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს (1 კორ. 7:28). მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ ბედნიერი ოჯახები ჰქონდეთ, თუ მიენდობიან იეჰოვას და გაითვალისწინებენ ბიბლიურ პრინციპებს (იგავ. 3:5, 6; ეფეს. 5:33).