არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

ვის მოვიწვევ?

ვის მოვიწვევ?

ყოველ წელს განსაკუთრებულ ძალისხმევას ვახმართ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, რომელთაგან ბევრს არც კი ვიცნობთ, გახსენების საღამოზე დავპატიჟოთ. თუმცა არც ნაცნობები უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ხშირად გახსენების საღამოზე სწორედ ისინი მოდიან, ვისაც ნაცნობები ეპატიჟებიან (yb08 11 ¶3; 14 ¶1). ვინ შეგიძლია დაპატიჟო?

  • ნათესავები

  • თანამშრომლები ან თანაკლასელები

  • მეზობლები

  • ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ ან ახლანდელი თუ ყოფილი შემსწავლელები

უხუცესები არააქტიურ მაუწყებლებსაც დაპატიჟებენ. როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი ნაცნობი შორს ცხოვრობს? შეგიძლია გაიგო, სად და როდის აღინიშნება გახსენების საღამო მის საცხოვრებელთან ახლოს. ისარგებლე განყოფილებით „ჩვენ შესახებ“, რომელიც jw.org-ის მთავარი გვერდის თავშია განთავსებული, და აირჩიე „გახსენების საღამო“. როცა ამ საღამოსთვის ემზადები, დაფიქრდი, ვისი დაპატიჟება შეგიძლია და მოიწვიე ისინი.