არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პეტრე და იოანე ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულისთვის ზედა ოთახს ამზადებენ.

ქრისტიანული ცხოვრება

ემზადები გახსენების საღამოსთვის?

ემზადები გახსენების საღამოსთვის?

იესოს უკანასკნელი პასექი განსაკუთრებული იყო. ის მალე უნდა მომკვდარიყო, ამიტომ სურდა, მოწაფეებთან ერთად აღენიშნა ეს დღე და ახალი დღესასწაული, უფლის გახსენების საღამო დაეწესებინა. მან პეტრეს და იოანეს დაავალა, პასექისთვის ოთახი მოემზადებინათ (ლუკ. 22:7—13; იხილე სურათი გარეკანზე). ეს შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენც მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის, რომელიც ამა წლის 27 მარტს აღინიშნება. ძმები შეარჩევენ მომხსენებელს და იზრუნებენ სიმბოლოებსა თუ სხვა საჭიროებებზე. პირადად ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამ დღისთვის?

განაწყვე გული. წაიკითხე გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთები და იფიქრე მათზე. გეგმის ნახვა შეგიძლია ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. უფრო ვრცელი გეგმა მოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის დანართში ბ12 (იხილე აგრეთვე 2020 წლის აპრილის „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“). გამოსასყიდის თემაზე ოჯახური თაყვანისცემისთვის საჭირო მასალის მოძიება შესაძლებელია „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ ან „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“.

მოიწვიე სხვები. სრულად ჩაები გახსენების საღამოს კამპანიაში. იფიქრე, ვინ შეგიძლია დაპატიჟო, მაგალითად ყოფილი ბიბლიის შემსწავლელები, ნაცნობები, ნათესავები ან ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ. უხუცესები იზრუნებენ, რომ გახსენების საღამოზე არააქტიური მაუწყებლები მოიწვიონ. თუ მოწვეული სტუმარი შენს ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, შეგიძლია გაიგო, სად და როდის აღინიშნება გახსენების საღამო მის საცხოვრებელთან ახლოს. ისარგებლე განყოფილებით „ჩვენ შესახებ“, რომელიც jw.org-ის მთავარი გვერდის თავშია განთავსებული, და აირჩიე „გახსენების საღამო“.

კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ მომზადებულები ვიყოთ გახსენების საღამოსთვის?