არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში

კითხვების დასმა

კითხვების დასმა

იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს სურს, რომ მსახურება სიხარულს გვანიჭებდეს (1 ტიმ. 1:11). რაც მეტად დავიხვეწებით მსახურებაში, მით მეტ სიხარულს ვიგრძნობთ. კითხვები ინტერესს აღძრავს და საუბრის წამოწყებაში გვეხმარება. კითხვები ფიქრისა და მსჯელობისკენ უბიძგებს ადამიანს (მათ. 22:41—45). როცა ვინმეს კითხვას ვუსვამთ და ყურადღებით ვუსმენთ, ვაგრძნობინებთ, რომ მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია (იაკ. 1:19). ხშირად პასუხები გვკარნახობს, როგორ ჯობია საუბრის გაგრძელება.

უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — კითხვების დასმა“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • რა თვისებებით გამოირჩეოდა ჯეიდი?

  • როგორ გამოავლინა ნიტამ ჯეიდის მიმართ ინტერესი?

  • როგორ აღუძრა კითხვების მეშვეობით ჯეიდს ინტერესი?

  • როგორ უბიძგა კითხვებით ჯეიდს ფიქრისა და მსჯელობისკენ?