ქრისტიანული ცხოვრება
გონივრულად აირჩიე მეგობრები
ის, რაც მოაბის ველზე დაბანაკებულ — ისრაელებს დაემართათ, ჩვენთვისაც გამაფრთხილებელი მაგალითია (1 კორ. 10:6, 8, 11). ისრაელებმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს მას შემდეგ, რაც გარყვნილ და კერპთაყვანისმცემელ მოაბელ ქალებთან დაიჭირეს საქმე. მათ საქციელს სავალალო შედეგები მოჰყვა (რიცხ. 25:9). რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ბიბლიური ეპიზოდი, როცა თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან, მეზობლებთან, ნათესავებსა თუ სხვებთან ვურთიერთობთ?
უყურე ვიდეორგოლს „გამაფრთხილებელი მაგალითები ჩვენი დროისთვის“ (ნაწყვეტი) და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
-
რა არასწორ აზრებს ახვევენ თავს ზიმრი და სხვა ისრაელი მამაკაცები იამინს?
-
როგორ დაანახვა ფინხასმა იამინს ღვთის თვალსაზრისი?
-
რა განსხვავებაა, იყო მეგობრული მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას და იყო მათი მეგობარი?
-
რატომ უნდა შევარჩიოთ კრებაშიც კი მეგობრები სიფრთხილით?
-
რატომ უნდა მოვერიდოთ სოციალური ქსელებით მათთან ურთიერთობას, ვისაც პირადად არ ვიცნობთ?