არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

განსაცდელები დროებითია

განსაცდელები დროებითია

განსაცდელები გულს გვიტეხს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ბოლო არ უჩანს. იეჰოვას დაპირების თანახმად, დავითს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საულის მეფობას წერტილი დაესმებოდა და მის ადგილს თავად დაიკავებდა (1 სამ. 16:13). მას რწმენა დაეხმარა, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას.

მართალია, ცოდნა და გამჭრიახობა არაერთი სირთულის დაძლევაში გვეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინების მიუხედავად პრობლემა პრობლემად რჩება (1 სამ. 21:12—14; იგავ. 1:4). ამ შემთხვევაში მოთმინება უნდა გამოვავლინოთ და იეჰოვას დაველოდოთ. ის მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვასა და ტკივილს (გამოცხ. 21:4). არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენს პრობლემებში იეჰოვა ჩაერევა თუ სხვა გამოსავალი გამოჩნდება, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: განსაცდელები დროებითია. ამის ცოდნა ნამდვილად გვგვრის შვებას.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲓᲐᲧᲝᲤᲘᲚ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ქრისტიანები შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში?

  • როგორ გამოავლინეს მათ მოთმინება და სიყვარული?

  • როგორ განაგრძობდნენ ეს და-ძმები უმნიშვნელოვანეს საქმეს? (ფილ. 1:10)