ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ | ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ
დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელებს, დაძლიონ უწმინდური ჩვევები
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება მხოლოდ ზნეობრივად სუფთა ადამიანებს შეუძლიათ (1 პეტ. 1:14—16). თუ ბიბლიის შემსწავლელი დაძლევს უწმინდურ ჩვევებს, ეს დადებითად აისახება მის ოჯახზე, ჯანმრთელობასა თუ ფინანსურ მდგომარეობაზე.
ნათლად დაანახვეთ ბიბლიის შემსწავლელებს, რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან, რატომ ითხოვს და რა შედეგები მოჰყვება მათ გათვალისწინებას. დაეხმარეთ აზროვნების შეცვლაში, რაც ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას გაუადვილებს (ეფეს. 4:22—24). დაარწმუნეთ ისინი, რომ იეჰოვას დახმარებით შეძლებენ ძვალ-რბილში გამჯდარი უწმინდური ჩვევების დაძლევას (ფილ. 4:13). ასწავლეთ, რომ ცდუნების წინაშე იეჰოვას სთხოვონ დახმარება. აუხსენით, როგორ ამოიცნონ საცდური და როგორ აარიდონ თავი. წაახალისეთ, სასარგებლო საქმეებით დაკავდნენ, რაც ცუდი ჩვევების დაძლევაში დაეხმარება. უდიდეს სიხარულს იგრძნობთ, როცა დაინახავთ, რომ იეჰოვას დახმარებით თქვენმა ბიბლიის შემსწავლელმა დაძლია ცუდი ჩვევები.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ, ᲓᲐᲫᲚᲘᲝᲜ ᲣᲬᲛᲘᲜᲓᲣᲠᲘ ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა რეაქცია ჰქონდათ უხუცესებსა და ნიტას, როცა გაიგეს, რომ ჯეიდს ცუდი ჩვევა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშორებული?
-
როგორ დაეხმარა ნიტა ჯეიდს?
-
როგორ მოიქცა ჯეიდი ცდუნების წინაშე?