არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ვისთან მეგობრობ სოციალურ ქსელში?

ვისთან მეგობრობ სოციალურ ქსელში?

მეგობარი შეიძლება ეწოდოს ადამიანს, „რომლის მიმართაც სიყვარულითა და პატივისცემით ხარ გამსჭვალული“. იონათანისა და დავითის ურყევ მეგობრობას მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. ორივე მათგანი კარგი თვისებებით გამოირჩეოდა (1 სამ. 18:1). ვინმეს რომ დაუმეგობრდე, კარგად უნდა გაიცნო ის, რაც დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა სოციალურ ქსელებში მეგობრების შეძენა ძალიან მარტივია. ონლაინში ადამიანი მეტ-ნაკლებად აკონტროლებს, რას წერს და რა წარმოდგენას უქმნის სხვებს, ამიტომ შეიძლება ადვილად დამალოს თავისი ნამდვილი სახე. კარგი იქნება, თუ სოციალურ ქსელებში დიდი სიფრთხილით შეარჩევ მეგობრებს. იმის შიშით, რომ გულს დასწყვეტ, ნუ მოგერიდება მეგობრობაზე უარის თქმა მათთვის, ვისაც ნორმალურად არც კი იცნობ. საფრთხის თავიდან ასარიდებლად ზოგმა საერთოდ უარი თქვა სოციალური ქსელებით სარგებლობაზე. რაზე უნდა დაფიქრდე, თუ სოციალური ქსელების მომხმარებელი ხარ?

ᲣᲧᲣᲠᲔ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲜᲣ ᲒᲐᲔᲑᲛᲔᲑᲘ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠ ᲥᲡᲔᲚᲨᲘ!“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რა უნდა გაითვალისწინო, სანამ სოციალურ ქსელში რამეს განათავსებ?

  • რატომ უნდა აირჩიო სოციალურ ქსელში მეგობრები დიდი სიფრთხილით?

  • რატომ უნდა განსაზღვრო, რამდენ დროს დაუთმობ სოციალურ ქსელებს? (ეფეს. 5:15, 16)