ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
როგორ გამოვიყენოთ ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებული ვიდეოები
ოთხი ვიდეო გვაქვს, რომელიც ბიბლიის შესწავლას უკავშირდება და რომელსაც მსახურებაში ვიყენებთ. რა მიზნით შეიქმნა თითოეული?
-
„რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ (სრული ვერსია) შეიქმნა იმ მიზნით, რომ ბიბლიისადმი ინტერესი აღუძრას სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს. ის მოუწოდებს მათ, რომ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები ბიბლიაში ეძიონ და წარმოდგენას უქმნის, როგორ სცემს ბიბლია ლოგიკურ პასუხებს ჩვენს კითხვებს. აგრეთვე უხსნის, როგორ შეუძლიათ ბიბლიის შესწავლის მოთხოვნა.
-
„რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ (შემოკლებული ვერსია). ეს არის ზემოხსენებული ვიდეოს ნაწილი; სრულ ვერსიაზე დაახლოებით სამჯერ მოკლე. ეს ვიდეო პრაქტიკული იქნება იმ ტერიტორიაზე, სადაც ხალხს სულ სადღაც ეჩქარება.
-
„როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“. ამ ვიდეოს მიზანია, ადამიანს ბიბლიის შესწავლისადმი ინტერესი აღუძრას და ზოგიერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მიღებაში დაეხმაროს. ამ ვიდეოში ახსნილია, როგორ შეიძლება მსურველმა ბიბლიის შესწავლა მოითხოვოს.
-
„ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა“ შედგენილია ბიბლიის შემსწავლელებისთვის. მართალია, ეს ვიდეო წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ მე-2 გვერდზეა მითითებული, მაგრამ მისი ჩვენება შეიძლება ამავე სახელწოდების ბროშურის განხილვის დროსაც. ვიდეოში ახსნილია, როგორ არის შედგენილი ეს სახელმძღვანელო და როგორ ტარდება შესწავლა.
მართალია, თითოეულ ვიდეოს თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ სხვა შემთხვევებშიც აჩვენოთ ან გაუგზავნოთ ვინმეს. მოგიწოდებთ, კარგად გაეცნოთ ამ ვიდეოებს და მიზანმიმართულად გამოიყენოთ მსახურებაში.