არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

„მუდამ . . . აქ იქნება ჩემი გული“

„მუდამ . . . აქ იქნება ჩემი გული“

იეჰოვამ თაყვანისცემის ადგილად ტაძარი ამოირჩია (2 მატ. 7:11, 12).

იეჰოვას გული იმ გაგებით იქნებოდა ტაძარში, რომ ყოველთვის დიდ ყურადღებას მიაქცევდა მას და დაინტერესდებოდა, როგორ სრულდებოდა წმინდა თაყვანისცემა (2 მატ. 7:16; w02 11/15 5 ¶1).

თუ ხალხი იეჰოვას მთელი გულით აღარ ემსახურებოდა, ის დაუშვებდა, რომ ტაძარი განადგურებულიყო (2 მატ. 6:14; 7:19—21; it „ტაძარი“ ¶12).

ტაძრის მიძღვნის დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ყოველთვის მთელი გულით შეუსრულებდნენ ღმერთს წმინდა თაყვანისცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მათ დაკარგეს უწინდელი შემართება.

ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: მეტყველებს ჩემი საქმეები, რომ მთელი გულით ვემსახურები იეჰოვას?