ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
როგორ ეწევა ორგანიზება დაზარალებულთა დახმარებას?
სტიქიური უბედურებები უფრო და უფრო ხშირდება. ასეთ დროს დაზარალებულთა დასახმარებლად კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბა ხელმძღვანელმა საბჭომ ფილიალებში დაზარალებულთა დახმარების განყოფილება.
როცა ამ განყოფილებაში მომსახურე ძმები სტიქიის შესახებ ინფორმაციას იღებენ, დაუყოვნებლივ უკავშირდებიან ადგილობრივ უხუცესებს იმის გასარკვევად, თუ რას სახის დახმარება ესაჭიროებათ მაუწყებლებს. თუ ზარალი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი ძმები სიტუაციას ვერ გაუმკლავდებიან, ფილიალი დაზარალებულთა დასახმარებლად გამოცდილ ძმებს დანიშნავს. ეს ძმები განსაზღვრავენ, რამდენი მოხალისე და რა სახის შესაწირავის გაღებაა საჭირო. გარდა ამისა, შეიძლება ორგანიზება გაუწიონ საჭირო ნივთების შეძენას და ადგილზე ჩატანას.
საქმისადმი ასეთ მიდგომას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, ნაკლები ადამიანური რესურსი იხარჯება და თავიდან ვირიდებთ არეულობასა თუ ზედმეტ ხარჯებს. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ყველა თავისი ინიციატივით იმოქმედებდა.
ფილიალიდან დანიშნული ძმები განსაზღვრავენ, რა თანხა და რამდენი მოხალისე იქნება საჭირო დაზარალებულთა დასახმარებლად. ისინი შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდნენ, რათა უფრო სწრაფად შესრულდეს საქმე. ასე რომ, გთხოვთ, ნუ შეაგროვებთ თანხას საკუთარი ინიციატივით, ნუ გაგზავნით რაიმე სახის ტვირთს და ნუ გაემგზავრებით სტიქიის ზონაში, თუ ამის გაკეთებას ძმები არ გთხოვენ.
რასაკვირველია, ძალიან გვიყვარს თანამორწმუნეები და გვსურს მათი დახმარება (ებრ. 13:16). რისი გაკეთება შეგვიძლია მათთვის? საუკეთესო საშუალება ლოცვაა. შეგვიძლია ვილოცოთ როგორც დაზარალებულ და-ძმებზე, ისე მათზე, ვინც დახმარებას უწევს მათ. აგრეთვე შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით, ფილიალები საუკეთესოდ განსაზღვრავენ, სად დაიხარჯება ეს თანხები ყველაზე გონივრულად. თუ გსურთ, პირადად მიიღოთ მონაწილეობა დაზარალებულთა დახმარების საქმეში, შეავსეთ განცხადება ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურებისთვის (DC-50).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲒᲐᲛᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲬᲧᲐᲚᲓᲘᲓᲝᲑᲐ ᲑᲠᲐᲖᲘᲚᲘᲐᲨᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:
რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?