არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1—7 აპრილი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 23—25

1—7 აპრილი

სიმღერა 4 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

(10 წთ.)

იეჰოვა მიგვიძღვის (ფსალმ. 23:1—3; w11 5/1 31 ¶3).

ის გვიცავს (ფსალმ. 23:4; w11 5/1 31 ¶4).

იეჰოვა გვკვებავს (ფსალმ. 23:5; w11 5/1 31 ¶5).

იეჰოვა ისევე ზრუნავს თავის მსახურებზე, როგორც ყურადღებიანი მწყემსი თავის ცხვარზე.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: პირადად მე როგორ ვგრძნობ იეჰოვას მზრუნველობას?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 23:3 — რა არის „სიმართლის ბილიკები“ და რა დაგვეხმარება, მუდამ ვიაროთ მათზე? (w11 2/15 24 ¶1—3).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი წაუკითხე მას, ვინც გეუბნება, რომ აღელვებს ჩვენი პლანეტის მომავალი. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა მას, ვინც გამოგართვა ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3)

6. მოწაფეების მომზადება

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 54

7. არ მოუსმინოთ უცხოთა ხმას!

(15 წთ.) განხილვა.

ცხვარი ცნობს მწყემსის ხმას და მიჰყვება, ხოლო უცხო ხმას გაურბის (იოან. 10:5). მსგავსად, ჩვენც ვცნობთ მოსიყვარულე და სანდო სულიერი მწყემსების, იეჰოვას და იესოს ხმას (ფსალმ. 23:1; იოან. 10:11). ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვუსმენთ უცხოთა ხმას ანუ მათ, ვინც ცდილობს, მოგვატყუოს და რწმენა შეგვისუსტოს (2 პეტ. 2:1, 3).

დაბადების მე-3 თავიდან ვიგებთ, პირველად როდის გაისმა დედამიწაზე უცხო ხმა. სატანამ ევას თავისი ვინაობა დაუმალა, თავი კეთილმოსურნედ მოაჩვენა და იეჰოვას სიტყვები და მოტივები ეჭვქვეშ დააყენა. სამწუხაროდ, ევამ მოუსმინა მის ხმას, რამაც ენით აუწერელი ზიანი მოუტანა როგორც თავად მას, ისე მის შთამომავლობას.

სატანა ცდილობს, ეჭვები გაგვიჩინოს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ. ის მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუესა თუ დამახინჯებულ ინფორმაციას. ჩვენ არ ვუსმენთ იეჰოვას მტრის ხმას და დაუყოვნებლივ გავურბივართ მას! ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცნობისმოყვარეობამ არ გვძლიოს და არ ვიფიქროთ, რომ განდგომილების მიერ გავრცელებული თუნდაც მცირე ინფორმაცია ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. დაფიქრდით, რამდენი სიტყვის თქმა დასჭირდა სატანას ევას შესაცდენად? (დაბ. 3:1, 4, 5). როგორ მოიქცევით, თუ თქვენი ახლობელი, რომელსაც კარგი ზრახვები ამოძრავებს, უარყოფითი ინფორმაციის გაზიარებას შეეცდება იეჰოვას ორგანიზაციაზე?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ «არ აჰყვე „უცხოთა ხმას“». შემდეგ ჰკითხე:

როგორი რეაქცია ჰქონდა ჯეიდს, როცა დედამისს სურდა, იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია გაეზიარებინა და ჩვენ რას ვსწავლობთ მისგან?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 55 და ლოცვა