არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

29 აპრილი — 5 მაისი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 34, 35

29 აპრილი — 5 მაისი

სიმღერა 10 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. მუდამ განადიდეთ იეჰოვა!

(10 წთ.)

დავითი განსაცდელების დროსაც განადიდებდა იეჰოვას (ფსალმ. 34:1; w07 3/1 22 ¶11).

ის იეჰოვათი ამაყობდა და არა საკუთარი თავით (ფსალმ. 34:2—4; w07 3/1 22 ¶13).

დავითის მიერ წარმოთქმული ღვთის განმადიდებელი სიტყვები სხვებსაც განამტკიცებდა (ფსალმ. 34:5; w07 3/1 23 ¶15).

მას შემდეგ, რაც აბიმელექს დააღწია თავი, დავითს უდაბნოში 400 კაცი შეუერთდა, რომლებიც საულის მმართველობით უკმაყოფილოები იყვნენ (1 სამ. 22:1, 2). მას შესაძლოა ეს მამაკაცები ჰყავდა მხედველობაში, როცა 34-ე ფსალმუნი შეთხზა (იხ. ეპიგრაფი).

ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: როგორ შემიძლია მომდევნო კრების შეხვედრაზე ვინმესთან საუბრისას იეჰოვას განდიდება?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 35:19 — რას გულისხმობდა დავითი, როცა იეჰოვას სთხოვა: „ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს . . . ჩემი მოძულენი“? (w06 5/15 20 ¶1).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბარი მანამდე სრულდება, სანამ ქადაგებას დაიწყებ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4)

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(5 წთ.) ინსცენირება. ijwfq 59 — თემა: როგორ განსაზღვრავენ იეჰოვას მოწმეები, რომელი დღესასწაულია ღვთისთვის მისაღები და რომელი — არა? (th გაკვეთილი 17)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 59

7. კრების შეხვედრებზე იეჰოვას განდიდების სამი საშუალება

(15 წთ.) განხილვა.

შეხვედრებზე იეჰოვას განდიდების შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. ვისაუბროთ სამ მხარეზე.

სხვებთან საუბარი. როცა ვინმეს ესაუბრებით, ყურადღება იეჰოვას სიკეთეზე გაამახვილეთ (ფსალმ. 145:1, 7). ბოლო დროს ხომ არ მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ ისეთი აზრი, რაც სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის? მსახურებაში კარგი შემთხვევა ხომ არ გქონდათ? ვინმემ ხომ არ გაგამხნევათ სიტყვით ან საქმით? იეჰოვას რომელიმე ქმნილებამ ხომ არ გამოიწვია თქვენში აღფრთოვანება? ეს ყველაფერი იეჰოვას ძღვენია და მის სიკეთეზე მეტყველებს (იაკ. 1:17). კრებაზე რამდენიმე წუთით ადრე მიდით, რათა დრო გქონდეთ სხვებთან სასაუბროდ.

კომენტარები. ეცადეთ, შეხვედრაზე ერთი კომენტარი მაინც გააკეთოთ (ფსალმ. 26:12). შეგიძლიათ დასმულ კითხვას უპასუხოთ, დამატებითი აზრი მოიხსენიოთ, მუხლი მოიშველიოთ, სურათი აღწეროთ ან აღნიშნოთ, როგორ შეიძლება ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება. რამდენიმე კომენტარი მოამზადეთ, რადგან შეიძლება თქვენთან ერთად სხვებმაც აიწიონ ხელი. თუ ჩვენი კომენტარები 30-წამიანი ან უფრო მოკლე იქნება, ბევრს მიეცემა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა (ებრ. 13:15).

სიმღერა. მთელი გულით შეასრულეთ სამეფოს სიმღერები (ფსალმ. 147:1). ზოგჯერ შეიძლება კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგეცეთ, განსაკუთრებით დიდ კრებაში; მაგრამ სიმღერით იეჰოვას განდიდება ყოველთვის შეგიძლიათ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ სიმღერა კარგად არ გამოგდით, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როცა სიმღერით ასხამთ ხოტბას (2 კორ. 8:12). შეგიძლიათ სახლში წინასწარ გაივარჯიშოთ.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ჩვენი თეოკრატიული ისტორია — ღვთის განმადიდებელი სიმღერები, ნაწილი 1“. შემდეგ ჰკითხე:

როგორ ცხადყოფს იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის ადრეული ეტაპი, რომ სიმღერას ღვთის თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | 2024 წლის რეგიონული კონგრესის ახალი სიმღერა და ლოცვა