16–22 დეკემბერი
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:57–120
სიმღერა 129 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. როგორ გავუძლოთ გასაჭირს
(10 წთ.)
კვლავაც იკითხეთ და შეისწავლეთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 119:61; w06 6/15 20 ¶2; w00 12/1 14 ¶3).
სირთულეები პიროვნული თვისებების დასახვეწად გამოიყენეთ (ფსალმ. 119:71; w06 9/1 14 ¶4).
გქონდეთ იმის იმედი, რომ იეჰოვა განუგეშებთ (ფსალმ. 119:76; w17.07 13 ¶3, 5).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ მეხმარება იეჰოვა, რომ გავუძლო გასაჭირს?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 119:96 – რას შეიძლება ნიშნავდეს ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები? (w06 9/1 14 ¶5)
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 119:57–80 (th გაკვეთილი 12)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრეს აჩვენე ჩვენი ვებსაიტი და დაუტოვე jw.org საკონტაქტო ბარათი. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 5)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მსმენელი მოიწვიე მომდევნო საჯარო მოხსენებაზე. აჩვენე და განიხილე ვიდეო „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3)
6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა
(5 წთ.) ინსცენირება. ijwbq 157 – თემა: რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე? (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 3)
სიმღერა 128
7. იეჰოვა მოთმინების ძალას გვაძლევს
(15 წთ.) განხილვა.
ქრისტიანებს მოთმინება გვეხმარება, გავუძლოთ გასაჭირს, სულით არ დავეცეთ და ამავე დროს სიმტკიცე, სწორი განწყობა და ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ. მოთმინება იმაშიც გვეხმარება, რომ სირთულეების დროს უკან არ დავიხიოთ და არ მოვდუნდეთ (ებრ. 10:36–39). იეჰოვა მზად არის, რომ მოთმინების ძალა მოგვცეს (ებრ. 13:6).
ყოველ მუხლს მიუწერეთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ მოვითმინოთ.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „გულმხურვალედ ილოცეთ განსაცდელში მყოფთათვის“. შემდეგ ჰკითხე:
-
საიდან ვიგებთ, რა სირთულეებს ხვდებიან ჩვენი და-ძმები მთელ მსოფლიოში?
-
როგორ შეუძლიათ მშობლებს წაახალისონ შვილები, რომ ილოცონ და-ძმებისთვის და რა დადებით შედეგებს მოიტანს ეს?
-
რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას ლოცვაში, რომ მოთმინების ძალა მისცეს ჩვენს თანაქრისტიანებს?
-
როგორ გვეხმარება სხვებისთვის ლოცვა ჩვენი განსაცდელების ატანაში?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 19 ¶14–20, ჩარჩო 152-ე გვერდზე