23–29 დეკემბერი
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:121–176
სიმღერა 31 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. თავიდან აირიდეთ ზედმეტი პრობლემები
(10 წთ.)
გიყვარდეთ ღვთის მცნებები (ფსალმ. 119:127; w18.06 17 ¶5, 6).
შეიძულეთ ბოროტება (ფსალმ. 119:128; w93 4/15 17 ¶12).
მოუსმინეთ იეჰოვას და თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ (ფსალმ. 119:130, 133; იგავ. 22:3).
ᲰᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ: რა ცვლილებები უნდა მოვახდინო, რომ უფრო მეტად შევიყვარო ღვთის მცნებები და უფრო მეტად შევიძულო ბოროტება?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 119:160 – ამ მუხლიდან გამომდინარე, რაში არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი? (w23.01 2 ¶2)
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 119:121–152 (th გაკვეთილი 2)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრეს აჩვენე, როგორ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ვებსაიტზე jw.org. (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3)
6. მოწაფეების მომზადება
(5 წთ.) მსჯელობა ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც რეგულარულად არ ესწრება კრების შეხვედრებს. (lmd გაკვეთილი 12, პუნქტი 4)
სიმღერა 121
7. ფულის სიყვარულის გამო ნუ გაიჩენთ თავსატეხს
(15 წთ.) განხილვა.
მათ, ვინც ფულის სიყვარულმა აიყოლია, „მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს“ (1 ტიმ. 6:9, 10). ქვემოთ ჩამოთვლილია, რა პრობლემები შეგვექმნება, თუ ცხოვრებაში ჩვენი მთავარი მიზანი ფულის შოვნა გახდება.
-
ვერ შევინარჩუნებთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას (მათ. 6:24).
-
ყოველთვის მეტი მოგვინდება (ეკლ. 5:10).
-
ადვილად წავალთ დათმობაზე და შეიძლება არც ქურდობას, ტყუილს და თაღლითობას მოვერიდოთ (იგავ. 28:20). ამის გამო სინდისი შეგვაწუხებს, სახელი გაგვიტყდება და ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება.
წაიკითხეთ ებრაელების 13:5, შემდეგ აუდიტორიას ჰკითხე:
-
როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ფულის მიმართ და რატომ?
ფული რომც არ გვიყვარდეს, შეიძლება ზედმეტი პრობლემები შევიქმნათ, თუ მის სწორად ხარჯვას არ ვისწავლით.
აუდიტორიას უჩვენე ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲐᲜᲘᲛᲐᲪᲘᲐ „როგორ ვხარჯოთ ფული?“; შემდეგ ჰკითხე:
-
რატომ უნდა შევადგინოთ ბიუჯეტი და როგორ გავაკეთოთ ეს?
-
რატომ ღირს შავი დღისთვის თანხის გადადება?
-
რატომ არ ღირს არასაჭირო ვალების აღება?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 20 ¶1–7 და მეშვიდე ნაწილის შესავალი