18–24 ნოემბერი
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 107, 108
სიმღერა 7 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. „მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“
(10 წთ.)
იეჰოვამ ჩვენც ისევე გვიხსნა სატანის ქვეყნიერებიდან, როგორც ისრაელები ბაბილონის ტყვეობიდან (ფსალმ. 107:1, 2; კოლ. 1:13, 14).
იეჰოვასადმი მადლიერება აღგვძრავს, რომ ის კრებაში განვადიდოთ (ფსალმ. 107:31, 32; w07 4/15 20 ¶2).
თუ ხშირად ვიფიქრებთ სიყვარულით გაკეთებულ იეჰოვას დიდებულ საქმეებზე, მისადმი მადლიერების გრძნობას გავიღრმავებთ (ფსალმ. 107:43; w15 1/15 9 ¶4).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 108:9 – რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მოაბის შედარება ღვთის დასაბან ჭურჭელთან? (it „მოაბი“)
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 107:1–28 (th გაკვეთილი 5)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. აღნიშნე, რომ შესაძლებელია ბიბლიის შესწავლა და დაუტოვე ბარათი „ბიბლიის შესასწავლი უფასო კურსი“. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3)
6. მოხსენება
(5 წთ.) ijwyp 90 – თემა: როგორ მოვიშორო უარყოფითი ფიქრები? (th გაკვეთილი 14)
სიმღერა 46
7. სიმღერით ვმადლობთ იეჰოვას
(15 წთ.) განხილვა.
როცა იეჰოვამ წითელ ზღვასთან შეშინებული ისრაელები ეგვიპტელთა ხელიდან იხსნა, მათ მადლიერება სიმღერით გამოხატეს (გამ. 15:1–19). სიმღერა კაცებმა წამოიწყეს (გამ. 15:21). იესო და პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებიც სიმღერით უძღვნიდნენ ღმერთს ქებას (მათ. 26:30; კოლ. 3:16). ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ჩვენც ვმღერით კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე. მაგალითად, სიმღერას „გმადლობთ, იეჰოვა!“, რომელიც ახლა ვიმღერეთ, შეხვედრებზე 1966 წლიდან ვასრულებთ.
ზოგიერთ კულტურაში კაცებს ეუხერხულებათ საჯაროდ მღერა. ზოგი სიმღერისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ არ მოსწონს თავისი ხმა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიმღერა ღვთის თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. იეჰოვას ორგანიზაცია დიდ ძალისხმევას ახმარს შესანიშნავი სიმღერების მომზადებას და თითოეული კრების შეხვედრისთვის თემატურად შერჩევას. ჩვენ კი მხოლოდ ის გვმართებს, რომ და-ძმებთან ერთად ზეციერი მამის მიმართ მადლიერება სიმღერით გამოვხატოთ.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ჩვენი თეოკრატიული ისტორია – ღვთის განმადიდებელი სიმღერები, ნაწილი 2“, შემდეგ ჰკითხე:
-
რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1944 წელს?
-
საიდან ჩანს, რომ ციმბირში მყოფი და-ძმები ძალიან აფასებდნენ სიმღერით იეჰოვას განდიდების შესაძლებლობას?
-
რატომ არის იეჰოვას მოწმეებისთვის მნიშვნელოვანი ღვთის განმადიდებელი სიმღერების შესრულება?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 18 ¶6–15