30 დეკემბერი, 2024 – 5 იანვარი, 2025
ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 120–126
სიმღერა 144 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. ცრემლით მთესველებმა სიხარულით მოიმკეს
(10 წთ.)
ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველები ხარობდნენ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცათ (ფსალმ. 126:1–3).
იუდაში დაბრუნებულები შესაძლოა ტიროდნენ იმ მდგომარეობის გამო, რაც იქ დახვდათ (ფსალმ. 126:5; w04 6/1 16 ¶10).
იუდეველები არ დანებდნენ და კურთხევებიც მიიღეს (ფსალმ. 126:6; w21.11 24 ¶17; w01 7/15 18, 19 ¶13, 14; იხილეთ სურათი).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: სამშობლოში დაბრუნებული იუდეველების მსგავსად, რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ არმაგედონის შემდეგ? რა კურთხევებს მივიღებთ?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
ფსალმ. 124:2–5 – შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ იეჰოვა ფიზიკურ მფარველობას გაგვიწევს ისე, როგორც ამას ისრაელი ერის შემთხვევაში აკეთებდა? (cl 73 ¶15)
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ფსალმ. 124:1–126:6 (th გაკვეთილი 5)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5)
5. ინტერესის გაღვივება
(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წინა საუბრის დროს მობინადრემ თქვა, რომ არ სწამს ბიბლიის. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 5)
6. მოწაფეების მომზადება
სიმღერა 155
7. სიხარულით დაელოდეთ ღვთის დაპირებების შესრულებას
(15 წთ.) განხილვა.
იეჰოვამ შეუსრულა დაპირებები ბაბილონში გადასახლებულ თავის ხალხს, ტყვეობიდან დაიხსნა ისინი და სულიერად გამოაცოცხლა (ეს. 33:24). ღმერთი, როგორც ჩანს, იცავდა ისრაელებს და მათ საქონელს ლომებისა თუ სხვა მტაცებლებისგან, რომლებიც გადასახლების პერიოდში მომრავლდნენ ისრაელის მიწაზე (ეს. 65:25). ისინი თავ-თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ და ჭამდნენ მოწეულ მოსავალს (ეს. 65:21). ღმერთმა აკურთხა მათი შრომა; ბევრმა დიდხანს იცოცხლა და ღრმა სიბერემდე მიაღწია (ეს. 65:22, 23).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „სიხარულით დაელოდეთ ღვთის მიერ დაპირებულ მშვიდობას“ (ნაწყვეტი); შემდეგ ჰკითხე:
-
რა მხრივ სრულდება დღეს ჩვენ თვალწინ ვიდეოში ნაჩვენები წინასწარმეტყველებები?
-
როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველებები ახალ ქვეყნიერებაში?
-
რომელი წინასწარმეტყველების შესრულებას ელოდებით ყველაზე მეტად?
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 20 ¶8–12, ჩარჩო 161-ე გვერდზე