არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 27—31

ბიბლია აღწერს მარჯვე ცოლს

ბიბლია აღწერს მარჯვე ცოლს

იგავების 31-ე თავში ჩაწერილია მნიშვნელოვანი აზრები, რომელიც მეფე ლემუელს დედამისმა უთხრა. მისი ბრძნული რჩევები მეფეს მარჯვე ცოლის არჩევაში დაეხმარებოდა.

მარჯვე ცოლი სანდოა

31:10—12

  • ის პრაქტიკულ რჩევებს აძლევს თავის ქმარს ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს მისი მორჩილი რჩება.

  • მისი ქმარი დარწმუნებულია, რომ ის ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და არ იჟინებს, რომ ცოლმა ყველაფერი მას ჰკითხოს.

მარჯვე ცოლი შრომისმოყვარეა

31:13—27

  • ის ცდილობს, ყაირათიანი იყოს და მოკრძალებულად იცხოვროს, რათა ოჯახის წევრები სუფთად ჩაცმული და მოწესრიგებული ჰყავდეს და მათ საკმარისი საკვები ჰქონდეთ.

  • ის მუყაითად შრომობს და დღედაღამ თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც მის სახლში ხდება.

მარჯვე ცოლი სულიერად მოაზროვნე ადამიანია

31:30

  • ის ღვთისმოშიშია და ღმერთთან პირადი ურთიერთობა აქვს.