იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„მისი ქმარი ცნობილია კარიბჭეებთან“
მარჯვე ცოლი ქმრის დიდებაა. მეფე ლემუელის დროს მარჯვე ცოლის ქმარი ცნობილი იყო კარიბჭეებთან (იგავ. 31:23). დღეს მამაკაცები, რომელთაც კარგი რეპუტაცია აქვთ, უხუცესებად და მომსახურეებად მსახურობენ. თუ დაქორწინებულები არიან, მათ მიერ კრებაში პასუხისმგებლობების მიღება და შესრულება ბევრად არის დამოკიდებული მათი ცოლების კარგ საქციელსა და მხარდაჭერაზე (1 ტიმ. 3:4, 11). ასეთ მარჯვე ცოლებს დიდად აფასებენ არა მხოლოდ ქმრები, არამედ კრების წევრებიც.
ქმარმა რომ მსახურება შეძლოს, მარჯვე ცოლი . . .
-
სიტყვით ამხნევებს მას (იგავ. 31:26).
-
სიამოვნებით უწყობს ხელს, რომ მან კრების საქმეები აკეთოს (1 თეს. 2:7, 8).
-
კმაყოფილდება აუცილებლით (1 ტიმ. 6:8).
-
კრების კონფიდენციალურ საკითხებზე არ სვამს კითხვებს (1 ტიმ. 2:11, 12; 1 პეტ. 4:15).