არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ნუ მოექცევით ქვეყნიერების გავლენაში საქორწილო სამზადისის დროს

ნუ მოექცევით ქვეყნიერების გავლენაში საქორწილო სამზადისის დროს

დანიშნულ წყვილებს არაერთი გადაწყვეტილების მიღება უწევთ საქორწილო სამზადისის დროს. შესაძლოა ისინი ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ, ისეთივე მდიდრული ქორწილი გადაიხადონ, როგორსაც სხვები იხდიან. კეთილმოსურნე მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიძლება თავიანთი იდეები შესთავაზონ. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება წყვილებს, ყველაფერი ისე დაგეგმონ, რომ სინდისმაც არ დაჰქენჯნოთ და სანანებელიც არაფერი გაუხდეთ?

უყურე ვიდეორგოლს „იეჰოვას განმადიდებელი ქორწილი“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ დაეხმარა ნიკსა და ჯულიანას ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპები?

  • რატომ უნდა სთხოვოს დანიშნულმა წყვილმა სულიერად მოწიფულ ძმას, რომ ქორწილს გაუძღვეს? (იოან. 2:9, 10).

  • რა გაითვალისწინეს ნიკმა და ჯულიანმა საქორწილო სამზადისის დროს?

  • ვინ არის ძირითადად პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება ქორწილი? (w06 10/15 25, 26 ¶10).