16—22 ნოემბერი
ლევიანები 4, 5
სიმღერა 84 და ლოცვა
შესავალი სიტყვა (1 წთ.)
ღვთის სიტყვის საუნჯე
საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის: (10 წთ.)
ლევ. 5:5, 6 — შემცოდველს დანაშაულის შესაწირავი უნდა გაეღო — თოხლი ან თიკანი უნდა შეეწირა (it „შესაწირავები“ ¶28).
ლევ. 5:7 — ღარიბებს თოხლის ან თიკნის ნაცვლად შეეძლოთ ორი გვრიტი ან ორი ხუნდი შეეწირათ (w09 6/1 26 ¶3).
ლევ. 5:11 — თუ ამის შესაძლებლობაც არ ექნებოდათ, შეეძლოთ „მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი“ მიეტანათ (w09 6/1 26 ¶4).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (10 წთ.)
ლევ. 5:1 — რის სწავლა შეგვიძლია ამ მუხლში ჩაწერილი კანონიდან? (w16.02 29 ¶14).
ლევ. 5:15, 16 — რატომ ჩაეთვლებოდა ორგულობაში ვინმეს, თუ უნებლიეთ შესცოდავდა — დაუდევრად მოეკიდებოდა იმას, რაც იეჰოვასთვის წმინდა იყო? (it „სიწმინდე“ ¶18).
რა გაიგეთ ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ, რომელ აზრს დაუკავშირებთ მსახურებას ან სხვა რა საინტერესო აზრს გაგვიზიარებთ?
ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) ლევ. 4:27—5:4 (th გაკვეთილი 5)
ქრისტიანული მსახურება
პირველი საუბარი: (3 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. წაუკითხე ესაიას 9:6, 7. (th გაკვეთილი 12)
განმეორებითი მონახულება: (4 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. წაუკითხე ფსალმუნის 72:16. (th გაკვეთილი 4)
ბიბლიის შესწავლა: (5 წთ. ან ნაკლები) lv 182 ¶22, 23 (th გაკვეთილი 19)
ქრისტიანული ცხოვრება
„60 წელი პიონერულ მსახურებაში“: (15 წთ.) აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი. შემდეგ დასვი კითხვები: რა პატივი ხვდათ წილად ტაკაკოსა და ჰისაკოს და რა ანიჭებდა მათ სიხარულს? ჯანმრთელობის რა პრობლემები შეექმნა ტაკაკოს და რა დაეხმარა მას? რამ მოუტანა მათ ნამდვილი სიხარული და კმაყოფილება? როგორ ამტკიცებს მათი ცხოვრება იგავების 25:11-ში, ეკლესიასტეს 12:1-სა და ებრაელების 6:10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას?
კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ. ან ნაკლები) rr „წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან“ და „ზოგიერთი თავისებურების ახსნა“
დასკვნითი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)
სიმღერა 95 და ლოცვა