საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის
სიღარიბე ვერავის უშლიდა ხელს ისრაელში, რომ იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდათ. ღატაკის შესაწირავიც კი მისაღები იყო ღვთისთვის, თუ ის საუკეთესოს გაიღებდა. მას შეეძლო ფქვილი შეეწირა იეჰოვასთვის, ოღონდ წმინდად დაფქული უნდა ყოფილიყო. წმინდად დაფქული ფქვილით საპატიო სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ (დაბ. 18:6). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენის გაკეთება შეგვიძლია, იეჰოვა მოელის, რომ საუკეთესოს გავიღებთ მისთვის (ებრ. 13:15).
როგორ გამხნევებს ამ ყველაფრის ცოდნა, თუ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო უწინდელივით ბევრს ვეღარ აკეთებ იეჰოვასთვის?