მოსე ზედმიწევნით მიჰყვებოდა იეჰოვას მითითებებს
მოსე კარვის აგებისა და გაშლის დროს ზედმიწევნით მიჰყვა იეჰოვას მითითებებს. ჩვენც უყოყმანოდ უნდა დავემორჩილოთ ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს და მთელი გულით შევასრულოთ. ასე მაშინაც უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი გადასახედიდან ეს მითითება არც ისე მნიშვნელოვანია ან არ გვესმის მისი მიზანი (ლუკ. 16:10).
რატომ უნდა მივყვეთ ზედმიწევნით მითითებებს . . .
-
რომლებსაც მსახურებასთან დაკავშირებით კრების შეხვედრებზე ვისმენთ?
-
როდესაც მოგვიწოდებენ, მანამდე მოვემზადოთ, სანამ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება?
-
როდესაც გვირჩევენ, წინასწარ მოვემზადოთ სტიქიური უბედურებისთვის?