ქრისტიანული ცხოვრება
დავიხვეწოთ ქადაგებაში — ტელეფონით ქადაგება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტელეფონით ქადაგება სასიხარულო ცნობის გავრცელების კარგი საშუალებაა (საქ. 20:24). * ამ მეთოდით ქადაგება გვეხმარება, იმ ადამიანებსაც ვუქადაგოთ, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო პირადად ვერ ვხვდებით.
როგორ მოვიქცეთ:
-
მოემზადე. შეარჩიე აქტუალური საკითხი. გააკეთე შეთავაზების მოკლე მონახაზი. შეგიძლია მოიფიქრო, რა შეტყობინებას დატოვებ, თუ ავტომოპასუხე გიპასუხებს. უმჯობესი იქნება, თუ ტელეფონით ქადაგების დროს მაგიდას მიუჯდები და ხელთ გექნება შეთავაზების მოკლე მონახაზი თუ სხვა დამხმარე საშუალებები. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ელექტრონულ მოწყობილობაში გახსნილი გექნება JW ბიბლიოთეკა® ან ვებგვერდი jw.org®.
-
შეინარჩუნე სიმშვიდე. ისაუბრე ბუნებრივად. გაიღიმე და გამოიყენე ჟესტები, თითქოს პირისპირ ესაუბრები მსმენელს. ნუ გააკეთებ დიდ პაუზებს. პარტნიორთან ერთად უფრო გაგიადვილდება ტელეფონით ქადაგება. თუ მობინადრე კითხვას დაგისვამს, ხმამაღლა გაიმეორე, რათა შენმა პარტნიორმა შეძლოს პასუხის მოძიება.
-
საფუძველი ჩაუყარე განმეორებით მონახულებას. თუ ვინმე ინტერესს გამოიჩენს, ღიად დატოვე კითხვა, რომელსაც შემდეგ ჯერზე უპასუხებ. შეგიძლია შესთავაზო, რომ ელექტრონული სახით გაუგზავნი ან პირადად მიუტან პუბლიკაციას იმ საკითხზე, რაზეც ისაუბრეთ. გარდა ამისა, შეგიძლია რომელიმე ვიდეოს ან სტატიის ბმული გაუგზავნო.
^ აბზ. 3 თუ თქვენს ტერიტორიაზე ტელეფონით ქადაგება მისაღებია, მხედველობაში უნდა მიიღოთ პირად მონაცემებთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონები.