შესაწირავების მიზანი
იეჰოვას სიამოვნებდა კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაწირავები. ეს შესაწირავები იესო ქრისტეზე, მის მსხვერპლსა და ამ მსხვერპლით მიღებულ კურთხევებზე მიუთითებდა (ებრ. 8:3—5; 9:9; 10:5—10).
-
როგორც ყველა შესაწირი ცხოველი უნდა ყოფილიყო საღი და უნაკლო, ისე იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სხეული იყო საღი და უნაკლო, ანუ სრულყოფილი (1 პეტ. 1:18, 19).
-
დასაწვავ მსხვერპლს მთლიანად სწირავდნენ ღმერთს. იესო ქრისტემ, როგორც დასაწვავმა მსხვერპლმა, მთლიანად გაიღო საკუთარი თავი იეჰოვასთვის.
-
სამშვიდობო მსხვერპლის გამღებს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან; ცხებულ ქრისტიანებსაც, რომლებიც უფლის ვახშმის მოზიარენი არიან, ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ.