ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ | ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ
ასწავლეთ ბიბლიის შემსწავლელებს, როგორ იკვებონ სულიერად
შემსწავლელმა სულიერი მოთხოვნილებები რომ დაიკმაყოფილოს და მოწიფულობას მიაღწიოს, მხოლოდ ბიბლიური მოძღვრებების ცოდნა არ კმარა (მათ. 5:3; ებრ. 5:12—6:2). მან ისიც უნდა ისწავლოს, როგორ იკვებოს სულიერად.
თავიდანვე აჩვენე ბიბლიის შემსწავლელს, როგორ მოამზადოს განსახილველი მასალა და წაახალისე ამისკენ (mwb18.03 6). აუხსენი, რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი პირადი შესწავლის დაწყებამდე. ასწავლე, როგორ გამოიყენოს ელექტრონული პუბლიკაციები თუ ვიდეომასალა და როგორ ადევნოს თვალი სიახლეებს ვებგვერდზე jw.org და JW მაუწყებლობა®. თანდათანობით აუხსენი, რატომ უნდა იკითხოს ბიბლია ყოველდღე და მოემზადოს კრების შეხვედრებისთვის. დაეხმარე, თავად მოიძიოს პასუხები კითხვებზე და იფიქროს ნასწავლზე.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ, ᲘᲙᲕᲔᲑᲝᲜ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲐᲓ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ დაანახვა ნიტამ ჯეიდს, რომ პირადი შესწავლა კითხვებზე პასუხების მოძიებაზე ბევრად მეტია?
-
რამ დაარწმუნა ჯეიდი, რომ იეჰოვა გონივრულ მოთხოვნებს გვიდგენს ზნეობასთან დაკავშირებით?
-
როგორ დაინახა ჯეიდმა ფიქრის აუცილებლობა?