არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

გჯეროდეთ, რომ ღვთის ხალხი გადაურჩება აღსასრულს!

გჯეროდეთ, რომ ღვთის ხალხი გადაურჩება აღსასრულს!

იეჰოვა დიდხანს აღარ მოუთმენს ამ ქვეყნიერებას. ცრუ რელიგია განადგურდება, ერთა კოალიცია იერიშს მიიტანს ღვთის ხალხზე და საბოლოოდ ღმერთი უღვთო ქვეყნიერებას არმაგედონში მოუღებს ბოლოს. იეჰოვას მსახურები მოუთმენლად ველით ამ ამაღელვებელი მოვლენების შესრულებას.

ცხადია, დიდი გასაჭირის შესახებ ყველა დეტალი არ ვიცით, მაგალითად როდის დაიწყება, რა მიზეზების გამო დაესხმება პოლიტიკა თავს რელიგიას, რამდენ ხანს გაგრძელდება ერების თავდასხმა ღვთის ხალხზე და რა მეთოდებს მიმართავენ ისინი. დანამდვილებით არც ის ვიცით, რას გამოიყენებს იეჰოვა არმაგედონში ბოროტი ქვეყნიერების გასანადგურებლად.

თუმცა ბიბლია საკმარის ინფორმაციას გვაწვდის საიმისოდ, რომ მომავალს მზადყოფნით შევხვდეთ. მაგალითად, ვიცით, რომ ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). ვიცით ისიც, რომ რელიგიაზე თავდასხმის დღეები შემოკლდება, რათა ცრუ რელიგიასთან ერთად ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაც არ განადგურდეს (მათ. 24:22). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა იხსნის თავის ხალხს! (2 პეტ. 2:9). დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის მიერ არჩეული მეფე, რომელიც ბოროტებს ბოლოს მოუღებს და უამრავ ხალხს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, სამართლიანი და ძლევამოსილია (გამოცხ. 19:11, 15, 16).

მომავალში განვითარებული მოვლენები იმდენად შემაძრწუნებელი იქნება, რომ „ხალხს გული წაუვა შიშით“. მაგრამ იმაზე ფიქრი, როგორ იხსნიდა იეჰოვა წარსულში თავის ხალხს და როგორი მომავალი გველის, ძალას მოგვცემს, თავაწეულები შევხვდეთ მომავალ მოვლენებს იმაში დარწმუნებულები, რომ ახლოსაა ჩვენი ხსნა! (ლუკ. 21:26, 28).