ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
ნუ გადადებთ სამომავლოდ მნიშვნელოვან საქმეს!
მედღეხვალიე ადამიანს უყვარს საქმის გადადება. ამას იეჰუზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან როცა იეჰოვამ ახაბის სახლეულობის განადგურება დაავალა, მან დაუყოვნებლივ იმოქმედა (2 მეფ. 9:6, 7, 16). ზოგმა შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოს და იფიქროს: „მოვინათლები, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ“, „ჯერ ვერა, მაგრამ მალე გამოვნახავ დროს, რომ ყოველდღე წავიკითხო ბიბლია“, „პიონერად მსახურებას მაშინ დავიწყებ, როცა უკეთეს სამსახურს ვიშოვი“. ბიბლიურ პრინციპებზე დაფიქრება გვეხმარება, დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და ხვალისთვის არ გადავდოთ ის სულიერი საქმეები, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება.
როგორ გვეხმარება ქვემოთ მოცემული ბიბლიური მუხლები, რომ საქმე არ გავაჭიანუროთ?