ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
იეჰოვა უზომოდ აფასებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს
იეჰოვას ნებასთან შეთანხმებული ლოცვები მისთვის ტკბილსურნელოვანი საკმეველივითაა, რომელსაც ტაძარში აკმევდნენ (ფსალმ. 141:2). როცა ზეციერი მამის მიმართ სიყვარულსა და მადლიერებას გამოვხატავთ, ჩვენს ფიქრებსა და სურვილებს ვანდობთ და ხელმძღვანელობას ვთხოვთ, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ მასთან მეგობრობას. რა თქმა უნდა, იეჰოვას სიამოვნებს საჯაროდ წარმოთქმული ლოცვების მოსმენა, რაც თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მას განსაკუთრებით ახარებს, როცა პირადი ლოცვებისთვის საკმარის დროს გამოვყოფთ და გულს ვუღვრით მას (იგავ. 15:8).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲚᲝᲪᲕᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲣᲧᲝᲤᲔᲚᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘᲐ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
მსახურების რა სფეროებში მიიღო მონაწილეობა ძმა კლაუდიუს ჯონსონმა?
-
როგორ ცხადყოფდა მისი ლოცვები, რომ იეჰოვაზე იყო დაიმედებული?
-
რისი სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?