ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
გაეცით!
იესოს სიტყვების თანახმად, გაცემის სული გადამდებია (ლუკ. 6:38). როცა გულუხვობას ვავლენთ, და-ძმებს კარგ მაგალითს ვაძლევთ.
თუ სიხარულით გავცემთ, იეჰოვას განვადიდებთ. მას შეუმჩნეველი არ რჩება თავისი მსახურები, რომლებიც გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანებისთვის არაფერს იშურებენ. ღმერთი გულუხვად დააჯილდოებს ყველას, ვინც დაუნანებლად გასცემს! (იგავ. 19:17).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲔᲑᲘ ᲕᲐᲠᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲚᲣᲮᲕᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ ხმარდება თქვენი შესაწირავები და-ძმების კეთილდღეობას?
-
რატომ უნდა გავცეთ თანაქრისტიანებისთვის იმის მიუხედავად, ბევრი გვაქვს თუ ცოტა? (ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია „ნამეტი ავსებს ნაკლულობას“).