არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

როგორ გავუფრთხილდე ღვთის ხალხის რეპუტაციას

როგორ გავუფრთხილდე ღვთის ხალხის რეპუტაციას

ადამიანები აკვირდებიან იეჰოვას მოწმეებს და მათ საქმეებს (1 კორ. 4:9). ამიტომ კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: განადიდებს ჩემი სიტყვები თუ საქმეები იეჰოვას? (1 პეტ. 2:12). მრავალი წლის მანძილზე იეჰოვას ხალხი კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი ორგანიზაციის სახელს (ეკლ. 10:1).

ქვემოთ მოყვანილ სიტუაციებთან ჩამოწერე, როგორ უნდა მოიქცე და რომელი ბიბლიური პრინციპი გამოგადგება:

  • როცა ვინმე გაკრიტიკებს.

  • როცა შენი ტანსაცმელი, სახლი ან მანქანა მოუწესრიგებელია.

  • როცა უსამართლოდ გეჩვენება დადგენილი კანონი და გიჭირს მორჩილება.

ვნახოთ, როგორ უწყობს ხელს სამწერლო განყოფილების მკვლევართა ჯგუფი, რომ ღვთის ხალხი კარგი რეპუტაციით სარგებლობდეს.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲠᲐᲯᲝᲖᲔ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:

რით არის თქვენთვის განსაკუთრებული ის ფაქტი, რომ იეჰოვას ორგანიზაცია დიდ ძალისხმევას ახმარს ზუსტი და სანდო ინფორმაციის მოძიებას?