არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — ერიდეთ ეგოიზმსა და გაღიზიანებას

ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — ერიდეთ ეგოიზმსა და გაღიზიანებას

რატომ არის მნიშვნელოვანი: იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარული იქნებოდა (იოან. 13:34, 35). ქრისტეს მსგავსად სიყვარული რომ გამოვავლინოთ, სხვების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და მოვერიდოთ გაღიზიანებას (1 კორ. 13:5).

როგორ მოვიქცეთ:

  • როცა ვინმეს საქციელი ან სიტყვები გულს გტკენს, დაფიქრდი, რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება მოჰყვეს შენს რეაქციას (იგავ. 19:11).

  • გახსოვდეს, ყველანი არასრულყოფილები ვართ და ზოგჯერ ისეთ რამეს ვამბობთ ან ვაკეთებთ, რასაც მოგვიანებით ვნანობთ.

  • დაუყოვნებლივ მოაგვარე უთანხმოებები.

უყურე ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ერიდეთ ეგოიზმსა და გაღიზიანებას» და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორი რეაქცია ჰქონდა ლერის ტომის სიტყვებზე?

  • რა დაეხმარა ტომს, რომ არ გაღიზიანებულიყო?

  • როგორ განმუხტა ტომის პასუხმა დაძაბული სიტუაცია?

როგორ აისახება კრებაზე, როცა დაძაბულობის დროს სიმშვიდეს ვინარჩუნებთ?