არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — გაუფრთხილდით ერთობას

ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — გაუფრთხილდით ერთობას

რატომ არის მნიშვნელოვანი: სიკვდილის წინა ღამეს იესო ლოცვაში სთხოვდა ღმერთს, რომ მის მოწაფეებს სრულყოფილებისთვის მიეღწიათ ერთობაში (იოან. 17:23). ერთობა რომ შევინარჩუნოთ, უნდა გამოვავლინოთ სიყვარული, რომელიც „განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორ. 13:5).

როგორ მოვიქცეთ:

  • მიჰბაძე იეჰოვას და სხვებში კარგი ეძებე.

  • მთელი გულით აპატიე სხვებს.

  • უთანხმოების მოგვარების შემდეგ მეტად აღარ ილაპარაკო ამაზე (იგავ. 17:9).

უყურე ვიდეოს «„გიყვარდეთ ერთმანეთი“ — ნუ დაითვლით განაწყენებას» და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • საიდან გამოჩნდა, რომ ელენი ითვლიდა განაწყენებას, როგორც ეს ვიდეოს პირველ ნაწილშია ნაჩვენები?

  • როგორ მოიშორა ელენმა თავიდან უარყოფითი ფიქრები და დაიწყო დადებითზე ფიქრი, როგორც ეს ვიდეოს მეორე ნაწილშია ნაჩვენები?

  • საბოლოოდ, როგორ შეუწყო ელენმა ხელი კრების ერთობას?

ყველაზე მეტად ვინ დაზარალდება, თუ დავითვლით განაწყენებას?