იესომ დაამოწმა ღვთის განზრახვების შესახებ.
-
სიტყვით: ის მთელი შემართებით ქადაგებდა ჭეშმარიტებას ღვთის სამეფოს შესახებ.
-
საქმით: თავისი ცხოვრებით იესომ დაამტკიცა, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა უტყუარია.
ჩვენც, იესოს მოწაფეები, ვამოწმებთ ჭეშმარიტების შესახებ.
-
სიტყვით: დაცინვის მიუხედავად, მთელი შემართებით ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც უკვე დამყარდა და რომლის მეფეც იესო ქრისტეა.
-
საქმით: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ნეიტრალურ პოზიციას და ღვთის მოსაწონად ვიქცევით, რითაც მხარს ვუჭერთ ქრისტეს მმართველობას.