არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

ახალგაზრდებო, არის იეჰოვა თქვენი საუკეთესო მეგობარი?

ახალგაზრდებო, არის იეჰოვა თქვენი საუკეთესო მეგობარი?

რომელ თვისებებს აფასებ მეგობარში? ალბათ, ერთგულებას, სიკეთეს და ხელგაშლილობას. სწორედ ასეთი თვისებებით გამოირჩევა იეჰოვა (გამ. 34:6; საქ. 14:17). ის გისმენს, როცა ლოცვით მიმართავ და დახმარების ხელს გიწვდის (ფსალმ. 18:19, 35). ღმერთი გპატიობს ცოდვებს (1 იოან. 1:9). იეჰოვა მართლაც საუკეთესო მეგობარია!

როგორ შეგიძლია იეჰოვასთან დამეგობრება? ბიბლიის მეშვეობით უკეთ გაეცანი მას და მისადმი ნდობა გამოავლინე (ფსალმ. 62:8; 142:2). შენი ცხოვრებით აჩვენე, რომ შენთვისაც ძვირფასია ის, რაც იეჰოვასთვისაა ძვირფასი: გიყვარს ღვთის ძე, პირველ ადგილზე აყენებ ღვთის სამეფოს და ეჭვი არ გეპარება მის დანაპირებში. გააცანი სხვებს იეჰოვა (კან. 32:3). თუ დაუახლოვდები ღმერთს, ის არასდროს იტყვის უარს შენთან მეგობრობაზე (ფსალმ. 73:25, 26, 28).

უყურე ვიდეორგოლს „ახალგაზრდებო, იგემეთ და ნახეთ, რომ კარგია იეჰოვა!“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • როგორ შეგიძლია მოემზადო მიძღვნისა და ნათლობისთვის?

  • როგორ დაგეხმარებიან კრების წევრები, ერთგულად ემსახურო იეჰოვას?

  • როგორ დაგაახლოებს მსახურება იეჰოვასთან?

  • იეჰოვასთან მეგობრობა მარადიულად გასტანს!

    რა და რა სახის მსახურებაში შეგიძლია მონაწილეობის მიღება?

  • ყველაზე მეტად რას აფასებ იეჰოვაში?