კარვის სამსხვერპლოები და მათი როლი წმინდა თაყვანისმცემლობაში
კარვის სამსხვერპლოები იეჰოვას მითითებისამებრ იყო აგებული, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ.
-
როგორც კარგად შეზავებული საკმევლის სურნელი სიამოვნებდა იეჰოვას, ისე სიამოვნებს თავისი მსახურების მიერ აღვლენილი ლოცვები, რომლებიც მის ნებასთანაა შეთანხმებული.
-
იეჰოვასთვის მისაღები იყო დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე აღვლენილი მსხვერპლი. დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო განასახიერებდა ღვთის ნებას, კერძოდ მის მზადყოფნას, მიეღო თავისი მხოლოდშობილი ძის სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე. ის ფაქტი, რომ ეს სამსხვერპლო საწმინდრის შესასვლელის წინ იდგა, შეგვახსენებს, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელია ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენა (იოან. 3:16—18; ებრ. 10:5—10).
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ლოცვები საკმეველივით სასიამოვნო იყოს იეჰოვასთვის? (ფსალმ. 141:2).