ქრისტიანული ცხოვრება
დააფასეთ იეჰოვასთან ურთიერთობა
ღვთის მიძღვნილ მსახურებს გვაქვს განსაკუთრებული პატივი, უფრო დავუახლოვდეთ უზენაეს უფალ იეჰოვას და პირადი ურთიერთობა განვივითაროთ მასთან. ღმერთმა თავისი ძის მეშვეობით მიგვიზიდა (იოან. 6:44). ის მზადაა, მოისმინოს ჩვენი ლოცვები (ფსალმ. 34:15).
როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას? არ უნდა მოვიქცეთ ისრაელების მსგავსად და მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ღმერთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს. მას შემდეგ მალევე, რაც იეჰოვამ შეთანხმება დაუდო, ისრაელებმა ოქროს ხბო ჩამოასხეს და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაებნენ (გამ. 32:7, 8; 1 კორ. 10:7, 11, 14). კარგი იქნება, დავფიქრდეთ: როგორ ვრეაგირებ, როცა ცდუნების წინაშე ვდგები? ცხადყოფს ჩემი საქმეები, რომ ვაფასებ იეჰოვასთან ურთიერთობას? ზეციერი მამისადმი ძლიერი სიყვარული აღგვძრავს, მოვერიდოთ მისთვის საძულველ საქმეებს (ფსალმ. 97:10).
უყურე ვიდეორგოლს „გაუფრთხილდით იეჰოვასთან ურთიერთობას“ (კოლ. 3:5) და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
-
რა არის სიხარბე?
-
რატომ უნდა მოვერიდოთ სიხარბესა და კერპთაყვანისმცემლობას?
-
რა კავშირია მრუშობასა და კერპთაყვანისმცემლობას შორის?
-
რატომ უნდა იყვნენ განსაკუთრებით პასუხისმგებელი ძმები ყურადღებით, რომ სათანადოდ იზრუნონ თავიანთ ცოლებზე?