არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — აღძარი დაინტერესებული, დაესწროს კრების შეხვედრას

დავიხვეწოთ ქადაგებაში — აღძარი დაინტერესებული, დაესწროს კრების შეხვედრას

რატომ არის მნიშვნელოვანი: კრების შეხვედრებზე შეგვიძლია ვუმღეროთ იეჰოვას და განვადიდოთ ის (ფსალმ. 149:1). შეხვედრებზე ვსწავლობთ იეჰოვას ნების შესრულებას (ფსალმ. 143:10). ჩვეულებრივ, დაინტერესებულები და ბიბლიის შემსწავლელები მეტად მიიწევენ წინ სულიერად, როცა კრების შეხვედრებზე იწყებენ დასწრებას.

როგორ მოვიქცეთ:

  • მალევე დაპატიჟე დაინტერესებული კრების შეხვედრაზე და ნუ დაელოდები, ვიდრე ბიბლიის შესწავლა რეგულარულ ხასიათს მიიღებს (გამოცხ. 22:17).

  • აუხსენი დაინტერესებულს, რა ხდება კრების შეხვედრაზე და რა იქნება განხილული მომდევნო შეხვედრის დროს. ამაში დაგეხმარება კრების შეხვედრაზე მოსაწვევი, ვიდეორგოლი „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“ და ბროშურის „იეჰოვას ნება“ მე-5 და მე-7 გაკვეთილები.

  • შესთავაზე დახმარება. შეიძლება დაინტერესებულს ტრანსპორტით მომსახურება ან სათანადო ტანსაცმლის შერჩევაში სჭირდება დახმარება. შეხვედრაზე მის გვერდით დაჯექი და ჩაახედე შენს პუბლიკაციებში. გააცანი სხვებს.