იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
თუ კარს ბავშვი აღებს
თუ კარს ბავშვი აღებს, უნდა ვთხოვოთ, მშობლებს დაუძახოს. ამგვარად მშობლებისადმი პატივისცემას გამოვავლენთ (იგავ. 6:20). თუ ბავშვი სახლში შეგვიპატიჟებს, არ უნდა შევიდეთ. თუ მშობლები სახლში არ არიან ან არ სცალიათ, სხვა დროს უნდა მივიდეთ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარს 15-17 წლის მოზარდი აღებს, კარგი იქნება, მშობლები ვიკითხოთ. თუ ისინი სახლში არ არიან ან არ სცალიათ, შეგვიძლია ვკითხოთ ახალგაზრდას, აძლევენ თუ არა მშობლები უფლებას, თვითონ აირჩიოს წასაკითხი მასალა. თანხმობის შემთხვევაში შეგვიძლია ლიტერატურა შევთავაზოთ ან ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი მივცეთ.
როცა განმეორებით მოვინახულებთ ახალგაზრდას, რომელმაც ინტერესი გამოავლინა, მშობლები უნდა ვიკითხოთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ავუხსნათ მშობლებს ჩვენი მისვლის მიზანი და ბიბლიიდან ვაჩვენოთ სანდო და სარწმუნო რჩევები ოჯახებისთვის (ფსალმ. 119:86, 138). ჩვენი მხრიდან მშობლებისადმი გამოვლენილი პატივისცემა კარგი დამოწმება იქნება და შეიძლება მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მათ ოჯახს სხვა დროსაც გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა (1 პეტ. 2:12).