როგორ შეძლო იესომ არაფორმალურად დამოწმება?
-
4:7 — საუბარი რომ წამოეწყო, მან ქალს წყალი სთხოვა ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ სამეფოზე დაეწყო ლაპარაკი ან თავი მესიად გაეცნო.
-
4:9 — მან არ აითვალწუნა სამარიელი ქალი მისი წარმომავლობის გამო.
-
4:9, 12 — როცა ქალი საკამათო საკითხებს შეეხო, იესომ ტაქტიანად აუარა გვერდი და კვლავ წამოწყებულ თემას დაუბრუნდა (cf 77 ¶3).
-
4:10 — სულიერ საკითხებზე რომ გადაეტანა ყურადღება, იესომ ქალს მისივე ყოველდღიური ცხოვრებიდან მოუყვანა მაგალითი.
-
4:16—19 — მართალია, ქალი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ იესო მას ღირსეულად მოექცა.
როგორ აჩვენებს ეს შემთხვევა, რომ არაფორმალურად ქადაგება მნიშვნელოვანია?